არაოფიციალური სტატისტიკით მარტო თბილისში იმყოფება 4500 მიუსაფარი ბავშვი, რომლებიც, ძირითადა, ბაზრობებზე, მეტროებში ან ქუჩაში წვრილმანი მათხოვრობითა და ქურდობებითაც კი ირჩენენ თავს. როგორც ხედავთ სტატისტიკა მეტად საგანგაშოა.
არასამთავრობო ორგანიზაცია CSISD და მისი ხელმძღვანელი ნინო თოდუა, პროექტ „მეც მოქალაქე ვარ“ ფარგლებში დაინტერესდა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე მიუსაფარი ბავშვების პრობლემებით. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სოციალური გადაცემა სახელწოდებით „უხილვი ბავშვები“, რომლებიც ყოველ ხუთშაბათს, რადიო შოკოლადის ეთერში Fm 98.5 19:00-ზე გავა. გადაცემის წამყვანი და ასევე პროექტის იურისტი გახლავთ, ახალგაზრდა ნიჭიერი ყმაწვილი შოთა თუთბერიძე. ამიერიდან, ვინც დანტერესებული ხართ და ვისთვისაც მიუსაფარი ბავშვები გულის ტკივილია, ჩამოუსხედით ხუთშაბათობით და ერთად ვიზრუნოთ, გამოვიყვანოთ „უხილავი ბავშვები“ დღის სინათლეზე.